„დღე, რომელიც გვაერთიანებს!“ - თბილისის N71 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს
02-06-2020

„ეს დღე ჩვენია. დღე, რომელიც გვაერთიანებს!“ - თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი დისტანციურად აღნიშნეს.

I  კლასის მოსწავლეებმა ქვეყნის და საქართველოს დროშის სიყვარული სხვადასხვაგვარად წარმოგვიდგინეს და ფოტოები გაგვიზიარეს. პირველკლასელებმა დისტანციურად მიულოცეს ერთმანეთს და სრულიად საქართველოს მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული.

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და მათ არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა ავიწყდებათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203