„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“​ - ხუნწის საჯარო სკოლის პედაგოგმა გაკვეთილი ნოქალაქევიდან ჩაატარა
02-06-2020

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“ - ამ თემაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის პედაგოგმა გაკვეთილი დისტანციურად, ნოქალაქევიდან ჩაატარა. მასწავლებლის სურვილი იყო, რომ მოსწავლეებში კულტურული ძეგლების შესახებ ინტერესი გამოეწვია.

„მე და საზოგადოებაში“ საგაკვეთილო თემა „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, დისტანციური ჩართვა ერთ-ერთი ასეთი ძეგლი ნოქალაქევის ციხექალაქიდან... ეს იმისთვის რომ მოსწავლეებში უფრო დიდი ინტერესი გამომეწვია ამ უმნიშვნელოვანესი განძის შესახებ, რაც ქართველებს, გაგვაჩნია.

მცირედი მონაკვეთი ნოქალაქევის დაარსების შესახებ და გამოწვევა მე-4 კლასის მოსწავლეებს, მოიძიონ და წარმოადგინონ მეტი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, თუნდაც ნოქალაქევზე...როდესაც ტურისტული სეზონი გაიხსნება თუ მოინახულებენ, კარგი იქნება“,-აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203