დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს
02-06-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს. მოსწავლეებმა ამ დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

„როდესაც დაიწყო გლობალური ეპიდემია, ჩვენი გაკვეთილები დისტანციური გახდა. თავიდან ბავშვებისთვის ეს რთული იყო, მაგრამ ჩვენს მასწავლებლებს შეეძლოთ აზროვნების სპეციალური გზების ჩართვა. გაიანე ჩახალიანმა, ჩვენი ხელოვნების მასწავლებელმა და IV კლასის მოსწავლემ შეძლეს ამ პირობებში და დისტანციურად მიულოცეს მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203