ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე დისტანციურად აღნიშნეს
02-06-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს.

სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სასწავლო პროცესში და ასეთ რეჟიმში აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსაც.

მოსწავლეებს არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დავიწყებიათ და ამ დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს. ასევე დადგეს სპექტაკლები.

კლასის მასწავლებელი ინეზა ცენტერაძეა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203