ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დისტანციურად ჩაატარეს
02-06-2020

„ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და მჯერა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენთვის უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული და ნათელი მომავალი“, - ამ სიტყვებით გახსნა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტყემლანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ს.კაპანაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიება ტყემლანის საჯარო სკოლამ პროგრამა „თიმსის“ საშუალებით აღნიშნა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ინგლისური ენის პედაგოგი ნათია კაპანაძე.

მოსწავლეებმა ლექსებით, ნახატებით და ვიდეო მიმართვებით მიულოცეს ეს დღე ბავშვებს. ამ დღის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა მე-10 კლასის მოსწავლემ ვ.კაპანაძემ. ეს დღე ბავშვებს პედაგოგებმაც მიულოცეს.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ნინო ტყემალაძემ მიულოცა ბავშვებს ეს მნიშვნელოვანი დღე, ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი უსურვა მათ. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203