ახალციხის N5 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლებმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია დისტანციურად ჩაატარეს
02-06-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე ბიოლოგიის მასწავლებლების: ლია ფეიქრიშვილის, თამარ ჯინჭველაძისა და შორენა ენდელაძის მიერ ჩატარდა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ონლაინ პლატფორმაზე - Ms.Teams-ში სპეციალურად კონფერენციისათვის შექმნილ ჯგუფში „ბიომრავალფეროვნება 2020“.

კონფერენციას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები: ინგა ვარდიძე, ზოია ბალიაშვილი და რიტა კირკიტაძე, ასევე პედკოლექტივი.

კონფერენციის მიზანი იყო ბიომრავალფეროვნების გაცნობა, ასევე ბიომრავალფეროვნების კლებისა და მნიშვნელობის გააზრება.

კონფერენციის ფარგლებში სკოლის IX, IX და IX კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:
1.დავით ნასყიდაშვილი - „საქართველო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი“;
2.ლეკიშვილი კოტე - „ძუძუმწოვრების მრავალფეროვნება“;
3.ავთანდილ ჯინიუზაშვილი - „წითელი ნუსხა“;
4.აღლემაშვილი გულიკო - „ფრინველების მრავალფეროვნება“;
5.ნინო ჯვარიძე - „ზოგი ჭირი მარგებელია“;
6.დევაძე ბაია - „ფრინველთა ბიომრავალფეროვნება“;
7. პარუნაშვილი ნელი - „ძუძუმწოვარი ცხოველების ბიომრავალფეროვნება“.

კონფერენციამ მეტად საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეთა პრეზენტაციები ძალიან მრავალფეროვანი იყო და პასუხობდა მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების კლებით გამოწვეულ გლობარულ პროცესებს.

კონფერენციის ბოლოს სკოლის დირექციამ მოსწავლეები სერტიფიკატებით, ხოლო მასწავლებლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203