
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასში კალიგრაფიის კონკურსი დისტანციურად ჩატარდა.
კონკურსის ორგანიზატორი იყო ამავე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამილა ჭაჭუა.
მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში მონდომებით ჩაერთვნენ და საკუთარი ხელნაწერები მასწავლებელს გაუზიარეს.
სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს. მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ აქტივობებში მოსწავლეები სიხარულით ერთვებიან.
იხილეთ ფოტოები