
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნატალია შოთაძის ხელმძღვანელობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს.
ნინო მამუშაძემ თანაკლასელებს მიულოცა ბავშვთა დაცვის დღე და გააცნო ინფორმაცია თუ საიდან იღებს სათავეს ეს დღე.
ამავე კლასის მოსწავლეებმა: ბექა მამალაძემ, ნიკა მოფინაძემ, ენრი აბულაძემ, ნინი მამუშაძემ, ანამარია ჭიღლაძემ, ლუკა აბაშიძემ, მარი გორგილაძემ და ლიზი ყურშუბაძემ შექმნეს თემატური ნახატები.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო