წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ჩაკვეტაძე ფოტოხელოვნებით არის გატაცებული
02-06-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი. მათ თვითიზოლაციის პერიოდში საკუთარ თავში ნიჭი და ახალი უნარები აღმოაჩინეს.

„ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანასტასია ჩაკვეტაძე გატაცებულია ფოტოხელოვნებით. თვითიზოლაციის პერიოდში მან თავისი ფოტოები გამოგვიგზავნა და გააცნო სასკოლო საზოგადოებას. ანასტასია აქტიური მოსწავლეა, ხშირად აგზავნის დამხმარე რესურსებს სხვადასხვა საგანში, უკრავს ვიოლინოზე. წარმატებები გვინდა ვუსურვოთ მას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203