შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე ვიდეორგოლით მიულოცა
01-06-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მასწავლებელმა, ლიანა მიკაელიანმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილი წერილით მიულოცა და ვიდეორგოლი მიუძღვნა.

„1-ელი ივნისი - ზაფხულის პირველი დღე და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1925 წელს, ჟენევაში ბავშვთა დაცვის მსოფლიო კონფერენციაზე დაარსდა. ბავშვები ითხოვენ ყოველდღიურ ყურადღებას, სიყვარულს და დაცვას. ყოველ წელს ამ დღეს, 1 ივნისს, ჩვენი პატარა სკოლა მორთული იყო, ბავშვების ლამაზი ფოტოებით, სავსე იყო ბედნიერი შეძახილებით და კისკისით, მათი მხიარული სიმღერებით და ინტელექტუალური თამაშებით. მოდით ვაქციოთ ეს დღე მათთვის დღესასწაულად, მაშინაც კი თუ ისინი შორს არიან. ... ჩემი საყვარელი მოსწავლეები ამ უჩვეულო გამოცდას გადალახავენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად დავამარცხებთ ბოროტს“,- ასე ულოცავს მასწავლებელი მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღეს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203