„პატრიოტიზმი და ფსევდოპატრიოტიზმი“-სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მეათეკლასელებისთვის ონლაინ დებატები გაიმართა
01-06-2020

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დარეჯან ცხომარიამ მეათეკლასელებთან დისტანციური სწავლებისას ჩაატარა საინტერესო ონლაინ აქტივობა, დებატები, თემაზე: „პატრიოტიზმი და ფსევდოპატრიოტიზმი“.

მოსწავლეებმა იმსჯელეს პატიოტიზმზე, გაავლეს ლიტერატურული და ისტორიული პარალელები, გაიხსენეს საკითხის ირგვლივ თანამედროვე ქართველი და უცხოელი ფილოსოფოსების ნააზრევი.

მსჯელობაში აქტიურად ჩაერთო სკოლის ფსიქოლოგი რუსო კილაძეც.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203