
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ციალა გაბაძე დისტანციური სწავლების პირობებში განსაკუთრებული აქტიურობით და მოსწავლეების პოზიტიურ განწყობაზე ზრუნვით გამოირჩევა.
მოსწავლეებთან ერთად პედაგოგმა განახორციელა აქტივობა - „მუნჯი კინოს მეფე, ჩარლზ ჩაპლინის სახე დღევანდელობაში“. აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთვნენ და მოირგეს კიდეც ჩარლზ ჩაპლინის როლი.
„ციალა მასწავლებლის აზრით, აქტივობის მიზანია, მუნჯი კინოს მეშვეობით წარმოსახვითი უნარის განვითარების შედეგად, ნაწარმოების შინაარსის გააზრება და მსოფლიო უნიკალური საგანძურის სწორად აღქმა და შეფასება. სამუშაო დაასრულეს ნამუშევრის პრეზენტაციით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო