დიდი სმადის საჯარო სკოლის პირველკლასელებს დამრიგებელმა ემოციური ვიდეორგოლი მიუძღვნა
01-06-2020
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის პირველკლასელებს, დირექციამ და პედაგოგებმა, პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს. კლასის დამრიგებელმა მათ ემოციური ვიდეორგოლი მოუმზადა და კეთილი სურვილები უსურვა.

„ჩემო პატარებო, პირველკლასელებო!!! გილოცავთ 1-ლი კლასის დამთავრებას. ჩემი დიდი სურვილია, ლაღი და ბედნიერი მომავალი გქონდეთ, გესწავლოთყველაზე მთავარი- ღვთის სიყვარული, სიკეთის კეთება, უფროსების დაფასება, რაც ღირსეულ პიროვნებებად ჩამოგაყალიბებთ. ბედნიერი ვარ რომ მქვია თქვენი პირველი მასწავლებელი, მახსენდება თქვენი თითოეულის გამოხედვა, სიტყვა, თუ როგორ სწავლობდით თითოეული ასო ბგერის მოხაზვას, რა ბედნიერები იყავით „ლამაზად რომ გამოგივიდოდათ“ ვამაყობ თქვენით. მჯერა, რომ თქვენი მიზანდასახული ნაბიჯებით, რომელიც ჯერ მრავლად გვაქვს გადასადგმელი, ასახელებთ ჩვენ სკოლას, მშობლებსა და საქართველოს. ძალიან მიყვარხართ და  მენატრებით. თქვენი მარი მასწავლებელი“,-წერს დამრიგებელი.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203