„ბავშვებისთვის მთავარია მხიარულება ბედნიერება და სიყვარული“-​ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამთა ბერიძემ ბავშვთა დაცვის დღეს ჩანახატი მიუძღვნა
01-06-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ, თამთა ბერიძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ლაკონური, მაგრამ წრფელი ჩანახატი მიუძღვნა.

  1 ივნისი - ბავშვთა საერთაშორისო დღე
ეს დღე ყველა ბავშვს ეძღვნება

ბავშვებს ფანტაზიის დიდი უნარი გააჩნიათ. მათ მცირედი ყურადღებაც აბედნიერებთ. ამ დღეს კი ბავშვებს, განსაკუთრებული გრძნობით ამკობენ, რათა ბედნიერების ალმურს აფრქვევდნენ. ანათებდნენ, ასხივებდნენ. ბავშვებს ძალიან უყვართ ბუნება, ცხოველები და გართობა, ამიტომაც უამრავი გასართობი პროექტია, მათთვის შემუშავებული. ყველას უნდა გვახსოვდეს რომ, პატარა ონავრები, მკვირცხლი აზროვნებითა და კეთილშობილი გულით, ჩვენი მომავალია. ვიზრუნოთ მათზე და გავულამაზოთ ცხოვრება. გვახსოვდეს რომ ეს წლები, განვლილი ცხოვრების, საუკეთესო ეტაპია. ვეცადოთ გავუხანგრძლივოთ სიხარულის მომტანი დღეები, ფანტაზიისა და წარმოსახვის უზადო სივრცე, შევუქმნათ მშვიდი გარემო, რადგან ასაკობრივი ზღვარი დადებითი ენერგეტიკის სრული გარანტია, ზრდასულ ასაკს კი ყოველთვის მოესწრებიან. ბავშვებისთვის მთავარია მხიარულება ბედნიერება და სიყვარული. ეს დღე კი განკუთვნილია იმისთვის, რომ ყველაზე ბედნიერები იყვნენ.
ბავშვებო გილოცავთ!

                                          დისველის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე თამთა ბერიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203