„ნათელი და ფერადოვანი მომავალი ბავშვებს“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე დისტანციურად აღნიშნეს
01-06-2020

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მოსწავლეთა მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დისტანციურად აღნიშნეს.

მოსწავლეებმა: ნათია, ლიზი და დემეტრე ქაროსანიძეებმა, ანისა და მარიამ კარაიმ თავის თანატოლებსა და მსოფლიოში ყველა ბავშვს 1 ივნისი  ლექსებით მიულოცეს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელმა მელანო ქამადაძემ თავის შვილებსა და მათ თანატოლებს სიყვარულითა და სითბოთი აღსავსე სიტყვებით მიმართა:

„პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამ ქვეყნად, თითოეული ჩვენგანის ვალია უზრუნველვყოთ მათი ღირსეული და ნათელი მომავალი“-აღნიშნა მან.

ბავშვთა დღე მოსწავლეებს საკუთარი ნახატებით მიულოცა პედაგოგმა ნანა ჩირგაძემ და მათ ფერადოვანი და ღიმილიანი ბავშვობა უსურვა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203