ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებმა კლიმატის საერთაშორისო დღეს პროექტ-გაკვეთილი​ მიუძღვნეს
01-06-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ირინა ლაბაძე) 20 მაისს, თემაზე - „დედამიწის კლიმატური სარტყლები“ ონლაინ პროექტ-გაკვეთილი​ ჩაატარეს.

გაკვეთილი ეძღვნებოდა კლიმატის საერთაშორისო დღეს, რომელიც 15 მაისს აღინიშნება. მოსწავლეებმა მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია კლიმატური სარტყლების შესახებ და ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე:

1.ეკვატორული კლიმატური სარტყელი;
2.ტროპიკული კლიმატური სარტყელი;
3.ზომიერი კლიმატური სარტყელი;
4.არქტიკული და ანტრაქტიკული კლიმატური სარტყლები.

ბოლოს იმსჯელეს, თუ რატომ არის განსხვავებული ბუნებრივი პირობები სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში და რატომ გახდა საჭირო კლიმატის დაცვის საერთაშორისო დღის დაწესება.

ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე და კლასის ხელ-ლი მარიამ თელიაშვილი

გაკვეთილის ამსახველი მასალა ქვეყნდება მშობლების თანხმობით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...