
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მასწავლებლები სკოლის დირექტორს დაბადების დღეს ულოცავენ და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და წარმატებებს უსურვებენ ცხოვრებაში. გთავაზობთ პედაგოგების მისალოც წერილს:
„ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის კოლექტივი დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენი სკოლის უსაყვალლეს, უნიჭიერეს მასწავლებელს, ყველაზე თბილ და გამორჩეულ ქალბატონს, უძლიერეს პიროვნებას, მისაბაძ ადამიანს, პროფესიონალს, ამავე სკოლის დირექტორს ქალბატონ ლენა აბაშიძეს. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და წარმატებებს ცხოვრებაში. უსაზღვროდ გვიყვარხარ და გვეამაყები“,-აღნიშნულია პედაგოგების წერილში.