ბათუმის N22 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლეილა მახარაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვიდეორგოლი მიუძღვნა
01-06-2020

ბათუმის N22 საჯარო სკოლის IV კლასის ხელმძღვანელმა ლეილა მახარაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მოსწავლეებთან ერთად, დისტანციურად აღნიშნა და ვიდეორგოლი მოამზადა.

„მოგილოცავთ უდიდეს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს. მსურს ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო, იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში. ღმერთმა მუდამ გამარჯვების გზაზე გვატაროს ქართველი ერი, განსაკუთრებით ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს მომავალ თაობას. დაე, ღმერთი იყოს მათი მფარველი. მე მწამს და მჯერა, რომ თითოეული მათგანი ის თაობაა, რომლებზეც ჩვენ ვოცნებობდით, რომლებიც ჩვენ გადაგვარჩენენ და ჩვენს ოცნებებს რეალობად აქცევენ. მენატრებით, მიყვარხართ, მეიმედებით, მეამაყებით ჩემო IV კლასელებო“, - ამბობს პედაგოგი ვიდეომიმართვაში.

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203