აფხაზეთის N7 სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ
01-06-2020

თემურ ბიკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა და მასწავლებლები - ნინო ფარულავა და დალი ეჯიბია აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

პედაგოგებს დისტანციური სწავლების საკითხებში აქტიურობისა და ყველა შესაბამისი შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ. მან აღნიშნა, რომ დროის გამოწვევას ასევე ღირსეულად გაუმკლავდნენ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების პედაგოგები, რომელთაც ისედაც რთულ ვითარებაში - ქართულად სწავლა/სწავლების უკიდურესად შეზღუდვის პირობებში უწევთ საქმიანობა. თუმცა, როგორც როლანდ ნიჟარაძენ დასძინა, მავთულხლართები დიდხანს ვერ გაძლებს და ის მალე ბერლინის კედელივით დაინგრევა.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის №1, №2, №3, №5, №6, №11, №14, №15, №21 მათ შორის თემურ ბიკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა, მასწავლებლები: ნინო ფარულავა,დალი ეჯიბია. რომლებმაც ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. ამასთანავე, ილაპარაკეს შექმნილ საგანგებო მდგომარეობაში გამოკვეთილ პრობლემებზე.​

ვიდეოკონფერენციას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გელენავა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203