წყალტუბოს N1 სკოლა ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს შემეცნებითი ვიდეორგოლით ულოცავს
01-06-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ყველა ბავშვს ულოცავენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ ვიდეორგოლს უძღვნიან.

„ზაფხულის პირველი დღე - 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და რა თქმა უნდა, საქართველოც არაა გამონაკლისი.

ბავშვები - ეს ხომ ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია! ამიტომაც აუცილებელია მათზე ზრუნვა და შრომა იმისათვის, რომ მათი ცხოვრება იყოს რაც შეიძლება უკეთესი. პატარების ღიმილი და ბედნიერი სახეები ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ამქვეყნად.

ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყოველ ბავშვს!

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ამ დღისთვის შექმნილი შემეცნებითი ვიდეორგოლით ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბედნიერ ბავშობას უსურვებს!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203