
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს დისტანციური პროექტი: „ვინ მინდა გამოვიდე?“
კლასის დამრიგებელია პედაგოგი თეა მესხი.
„პროექტი ძალზე კრეატიული და სახალისო გამოვიდა. ვუსურვებთ პატარებს ოცნებების ახდენას და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კლასის დამრიგებელი პირველკლასელების მშობლებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის, პატარებს კი ოცნებების ასრულებას უსურვებს.
„თქვენ ხართ საუკეთესო თაობა მომავლის. მინდა გისურვოთ ოცნებების ახდება. უღრმესი მადლობა მშობლებს გვერდით დგომისთვის!“- წერს თეა მესხი.
იხილეთ ბმული