
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელმა და დამრიგებელმა მოსწავლეებს სამახსოვრო ელექტრონული ალბომი - ფოტოკოლაჟი დაუმზადა.
მასწავლებელმა პატარები გაახარა და 27 მაისს, პირველკლასელების სასწავლო წლის დასასრულს, ალბომი თითოეულს გაუზიარა.
მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად გაიხსენეს ფოტოზე აღბეჭდილი, გასული სასწავლო წლის დასამახსოვრებელი დღეები.
იხილეთ ფოტოები