თბილისის N142 სკოლის მესამეკლასელებმა ხელოვნების დისტანციურ გაკვეთილზე საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
01-06-2020

თბილისის N142 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს ხელოვნებაში საინტერესო და სახალისო აქტივობით გაჯერებული დისტანციური გაკვეთილი ჩაუტარდათ. გაკვეთილს კლასის დამრიგებელი ეკა გულაშვილი ხელმძღვანელობდა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვაკლია ერთად ყოფნა, სახალისო გაკვეთილები სწორედ რომ გვეხმარება მონატრების დაძლევაში. მასწავლებელმა და მოსწავლეებმა, პანდემიის პირობებშიც შეძლეს შეექმნათ ლამაზი და თბილი ნამუშევრები, დისტანციური სწავლების პირობებშიც. სწორედ ის ფაქტორი, რომ პედაგოგიც იგივე სამუშაოს ასრულებდა, მეტი სიხალისე შემატა ამ ყველაფერს. როგორი გამოვიდა გაკვეთილი, ეს კარგად ჩანს ნამუშევრებზეც და პატარების ბედნიერ სახეებზეც“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ ეს კლასი გახლავთ მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალის izrune.ge-ს ტიტულების - „მომავლის კლასი“, „სუპერ კლასი“ და „მეგობრული კლასი“ მფლობელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203