რამდენი საათის ჩატარების უფლება აქვს სკოლის დირექტორს და შეუძლია თუ არა, სადამრიგებლო კლასი ჰყავდეს?
რამდენი საათის ჩატარების უფლება აქვს სკოლის დირექტორს და შეუძლია თუ არა, სადამრიგებლო კლასი ჰყავდეს? - ამ კითხვებით Etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, სკოლაში ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, მათ შორის დირექტორს, შეუძლია
10 საათის ჩატარება.
შეუძლია თუ არა, სკოლის დირექტორს სადამრიგებლო კლასი ჰყავდეს?
- სადამრიგებლო კლასი შეუძლია ჰყავდეს ნებისმიერს, ვინც სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. შესაბამისად, თუ დირექტორს სკოლაში საათები აქვს და გაკვეთილებს ატარებს, მას შეუძლია სადამრიგებლო კლასიც ჰყავდეს.