ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო კახნიაშვილი მოსწავლეებს პირველი კლასის დამთავრებას პოეზიის ენით ულოცავს
29-05-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ​ ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო კახნიაშვილი პირველკლასელებს 1-ელი კლასის წარმატებით დამთავრებას ულოცავს  და 

„ჩემო ძვირფასო პატარა მეგობრებო, გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დამთავრებას. 2019-2020 წლები თქვენთვის იყო სიახლის, გამოწვევების და განსაცდელთა დაძლევის, რომლებსაც გმირული შემართებით შეხვდა თითოეული თქვენგანი  და მაღალი პასუხისმგებლობით გაუმკლავდა კიდეც. კარგად მახსოვს თქვენი დაბნეული და მრავლისმეტყველი თვალები სკოლაში მოსვლის პირველ დღეს. ათასობით კითხვა ტრიალებდა თქვენს გულსა და გონებაში, რომელთა პასუხები ანბანის სწავლასთან ერთად გარკვეული და ნათელი ხდებოდა. თქვენ საოცარი ენთუზიაზმით შესძელით თავი გაგერთვათ მსოფლიოში გამოწვეულ პანდემიის რეჟიმს და ონლაინ სწავლების კურსიც უპრობლემოდ აითვისეთ. თქვენი გმირობისა და მოტივაციის საფუძველს კი შეადგენდა ის დედაენა, რომელიც დიდი იაკობისაგან მემკვიდრეობით გვერგო თითოეულ ქართველს. ასე დისტანციურად გააცილეთ ანბანი და კვლავ გაბრწყინებულები და იმედით აღსავსე ელოდებით მეორე კლასში გადასვლას. გისურვებთ წარმატებებით და წინსვლით დაგეძლიოთ თითოეული საფეხური და საამაყო გზით გევლოთ მთელი ცხოვრების ასპარეზზე.

თითოეულ პირველ კლასელს შორიდან მინდა მოგეფეროთ პოეზიის ენით კიდევ ერთხელ მოგილოცოთ პირველი კლასის დამთავრება:

ალექსი ახვლედიანს

აქტიურია ყოველთვის,
იცის სიმღერა და ლექსი,
ნიჭიერი და მარდია,
ახვლედიანი ალექსი.

ბარბარე ზვიადაძეს

ნაზი, სათნო და ცქრიალა,
გონიერება ჭარბი,
სიდინჯით გამოირჩევა,
ეს ზვიადაძე ბარბი.
 

თაზო ჩოგოვაძეს

ყოჩაღო, ნორჩო, კეთილო,
და სიჭკვიანის ხაზო,
შექება დაიმსახურე,
შენ ჩოგოვაძე თაზო!
 

მათე ზვიადაძეს

თავისი გონიერებით,
თვალიდან ცეცხლსაც ანთებს,
მოუსვენარი ბიჭია,
ეს ზვიადაძე მათე.

დიდი სიყვარულით ნინო კახნიაშვილი ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203