ქვედა სიმონეთის N2 სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ დისტანციურად გამართეს
29-05-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პირველმა კლასმა „თიმსის“ პლატფორმის მეშვეობით დისტანციური ღონისძიება „ანბანის გაცილება“ მოაწყო.

დისტანციურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მასწავლებლები, I კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. ღონისძიება გახსნა კლასის ხელმძღვანელმა ფატმან კლდიაშვილმა. მან შეაჯამა განვლილი სასწავლო წლის შედეგები და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს მომავალ სასწავლო წელს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. ბოლოს კი, სკოლის დირექტორმა თინათინ ბეჟაშვილმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, რადგან მათ წარმატებით გაართვეს თავი არსებულ გამოწვევებს პანდემიის პერიოდში. კარანტინის პირობებში უწყვეტ რეჟიმში ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. 

ღონისძიება გამოსამშვიდობებელი სიმღერით დასრულდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეოები





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203