ბათუმის N8 სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს დისტანციური სწავლების პროცესში საინტერესო რესურსებს სთავაზობენ
29-05-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და შეუფერხებლად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის პროცესში ხალისით ჩასართავად ბევრ საინტერესო რესურსს სთავაზობენ. II კლასის მასწავლებელი ნათია ცინცაძე ამბობს, რომ პანდემიამდეც სარგებლობდნენ მოსწავლეები საგანმანათლებლო სივრცეებით.

„ბოლო დროს განვითარებულმა  მოვლენებმა ააფორიაქა მსოფლიო, ყველა სფეროში შეიხედა და ადამიანებმა დაიწყეს გამოსავალის ძებნა.

ამ მხრივ არც განათლება დარჩენილა უმოქმედოდ.  დისტანციური სწავლების გამოცხადებისთანავე დავიწყეთ შესაფერისი პორტალის ძებნა, რაც საკლასო ოთახში მუშაობის პროცესს ცოტა ხნით შეგვიცვლიდა. ბათუმის N8 სკოლის II კლასში პანდემიამდეც ვსარგებლობდით საგანმანათლებლო სოციალური ქსელით edmodo, რაც სასწავლო პროცესში ონლაინრესურსების, ფილმების, ტესტების  ეფექტურად გამოყენებაში გვეხმარებოდა. ძირითადად ვქმნიდით ელექტრონულ, ხმოვან  წიგნებს, რომლებსაც ბავშვები ერთმანეთს უზიარებდნენ. ეს ყოველივე მათ მოტივაციასაც უმაღლებდა და სხვა სოციალურ უნარებსაც უვითარებდა.

მალე ყოველდღიურობად იქცა და პირველი არხის ტელესკოლის პარალელურად გადავწყვიტეთ ჩვენეული ტელესკოლაც შეგვექმნა. მუშაობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დავიწყეთ ვიდეოგაკვეთილების შექმნა. ისინი ერთმანეთს უზიარებენ, მსჯელობენ, უხსნიან, უფრო მეტად უგდებენ ყურს და ითვალისწინებენ მეგობრების რჩევებს. ვფიქრობ, ამ გზით მოსწავლეებს სირთულის დაძლევაში დავეხმარეთ  და საინტერესო რესურსებიც შეიქმნა.

ჯერ კიდევ ბევრი საჭირო საკითხის განხილვა გველოდება...“-აღნიშნულია II კლასის მასწავლებლის, ნათია ცინცაძის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203