საცხენისის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს პირველმა დამრიგებელმა სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით ვიდეორგოლი მიუძღვნა
29-05-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საცხენისის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს პირველმა დამრიგებელმა, მზია ცერცვაძემ სკოლის დამთავრება მიულოცა.

მასწავლებელმა მოსწავლეებს ემოციური ვიდეორგოლი მოუმზადა და სკოლის კედლებში ერთად ყოფნის წლები გაიხსენა. ვიდეოში მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებები და ღონისძიებების ვიდეოკოლაჟებია თავმოყრილი.

მიუხედავად იმისა, რომ წელს სკოლაში „ბოლო ზარი“ ტრადიციულად არ დარეკილა, დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეები უყურადღებოდ არ დატოვეს და სიყვარულით, თბილი სიტყვებით გააცილეს სკოლიდან.

იხილეთ ვიდეო




ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203