„დედაენა მზის სითბო და დარია“ - უჯარმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება დისტანციურად გამართეს
29-05-2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უჯარმის საჯარო სკოლის  პირველკლასელებმა, დამრიგებელთან ერთად, დისტანციური ჩართულობით, ანბანის გაცილებას ღონისძიება - „დედაენა მზის სითბო და დარია“ მიუძღვნეს.

„მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მათ დიდი სიყვარული გამოხატეს იაკობის უძვირფასესი განძის - „დედაენისადმი“. წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს შესწავლილი მოთხრობები, პერსონაჟები, გამოხატეს საკუთარი შთაბეჭდილებები ნახატებით, ისაუბრეს ანბანის მნიშვნელობაზე.

პედაგოგმა მზია ჯაშიაშვილმა აღნიშნა, რომ ამაღელვებელი და სასიხარულო იყო მისთვის ბავშვებისგან მოსმენილი ის ცოდნა, რაც მათ დედაენისგან მიიღეს.

მან თავის აღსაზრდელებს, მადლობა გადაუხადა დისტანციური სწავლებისას აქტიური ჩართულობისთვის და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203