ქუთაისის N12 სკოლის პირველკლასელებმა, დამრიგებელთან ერთად, სასწავლო წლის დასრულება ონლაინ პრეზენტაციით აღნიშნეს
29-05-2020

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა ეკა მაჩიტაძემ, პირველი კლასის დასრულება ონლაინ პრეზენტაციით აღნიშნეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: დირექციის წარმომადგენლები, კათედრის წევრები, მოწვეული სტუმრები და მოსწავლეთა მშობლები. შეხვედრის მთავარი თემა იყო პროექტების - „რას მოგვითხრობს დედაენა“ და „მაინც რა არის ქართველი კაცისათვის ანბანი“ -პრეზენტაცია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ონლაინ შეხვედრას დირექციისგან დადებითი შეფასება მოჰყვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203