
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ონლაინ გაკვეთილები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით VIII კლასის მოსწავლემ საბა ცეცხლაძემ მოამზადა პრეზენტაცია თემაზე - „პირველი პარლამენტარი ქართველი ქალები“ და ისტორიის ონლაინ გაკვეთილზე თანაკლასელებს გაუზიარა .
იგი პრეზენტაციაში აღნიშნავს, რომ მისთვის 26 მაისი განსაკუთრებული ეროვნული დღესასწაულია, რომელიც თავისუფლებასთან და თანასწორობასთან ასოცირდება. ამიტომაც პრეზენტაცია იმ პირველ პარლამენტარ ქალებს მიუძღვნა რომელთა უფლებები პირველმა კონსტიტუციამ საკანონმდებლო დონეზე დააკანონა.
XI კლასის მოსწავლემ ქრისტინე აბაშიძემ კი საინტერესო ხელნაწერები მიუძღვნა გაკვეთილის თემას.
ისტორიის მასწავლებელი ირმა რიონიძე გახლავთ.
იხილეთ პრეზენტაცია
იხილეთ ფოტოები