იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე სოფლის ისტორიის შესწავლისას იანეულის ერთ-ერთ უხუცეს წარმომადგენელს გვაცნობს
29-05-2020

„ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას შემოგვიერთდით“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ​ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფლის ისტორიას ეცნობიან და თანატოლებსაც იმავესკენ მოუწოდებენ.

სკოლის V კლასის მოსწავლე ანა კალანდაძე სოფლის ისტორიის შესწავლისას ქალბატონი ეშანა კალანდაძეს გვაცნობს. 

„მინდა გაგაცნოთ ქალბატონი ეშანა კალანდაძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის კეთილდღეობის საქმეში, ეშანა ბებო 95 წლისაა და დღესაც დიდი შემართებით უძღვება ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებსა და  შვილთაშვილებს.
ქალბატონი ეშანა მეაბრეშუმე იყო და დღესაც უყვარს ეს დარგი, ოცნებობს საქართველო და ჩვენი სოფელი ყოფილიყოს გაბრწყინებული და მზიანი.
მადლობა ეშანა ბებო რომ გაგვაცანი სოფლის წარსული და გულით დალოცე ახალგაზრდა თაობა“,- წერს V კლასელი ანა კალანდაძე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203