წყალტუბოს N4 სკოლის მუსიკის მასწავლებელმა საინტერესო ონლაინ გაკვეთილი ჩაატარა
29-05-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სასწავლო პროცესში. მასწავლებლები მოსწავლეებს სახალისო და ამავდროულად, შემოქმედებითი ხასიათის და შემეცნებით აქტივობებში რთავენ.

ამჯერად, მუსიკის მასწავლებელმა ხათუნა იობაშვილმა  ფორტეპიანოზე შეასრულა გია ყანჩელის კომპოზიცია, მოსწავლეებმა: და-ძმა მარიამ და საბა ობოლაძემ, დავით ონიანმა, ნინო ნიჟარაძემ, ლილე ჩხაბერიძემ, მარიამ ჯიმშელეიშვილმა, დიანა ონიანმა, მიხეილ სვანიძემ კი შესრულეს თავიანთი საყვარელი მუსიკალური ნომრები.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგს და მის საყვარელ მოსწავლეებს საინტერესო ონლაინ გაკვეთილებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203