„ჩვენ წიგნის ავტორები ვართ!“ - ხონის N3 სკოლის პირველკლასელებმა პროექტზე იმუშავეს 
28-05-2020

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ლაურა ბაბლუანი) დაასრულეს მუშაობა პროექტზე: „ჩვენ წიგნის ავტორები ვართ!“

მათ შექმნეს „დედაენის“ სახელმძღვანელოები. უნდა აღინიშნოს, რომ პატარები დიდი ინტერესით მუშაობდნენ ამ პროექტზე.

„დიდი ხანია ჩემი პატარები მუშაობენ პროექტზე „ჩვენ წიგნის ავტორები ვართ!" მოკრძალებული ვიდეოკოლაჟით წარმოგიდგენთ Iა კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილ „დედა ენის“ სახელმძღვანელოებს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ და მათ მშობლებს დაუღალავი შრომისთვის და მხარდაჭერისთვის. მიყვარხართ მე თქვენ“, -წერს პედაგოგი ლაურა ბაბლუანი.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203