თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დახურვის ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ჩატარდა
28-05-2020

პირველკლასელთათვის სასწავლო პროცესი დასრულდა. 25 მაისს, თბილისის N103 საჯარო სკოლის I კლასში, დამრიგებელის - ირინა რობაქიძის ხელმძღვანელობით, ზეიმი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ონლაინ ღონისძიების დრო დაეთმო ანბანის გაცილებასა და საქართველოზე ლექსების წარმოთქმას.

„I კლასის მოსწავლეები სრულიად საქართველოს პირველკლასელებს ულოცავენ სასწავლო წლის დასრულებას.
დიდი მადლობა მოსწავლეებსა და მშობლებს ონლაინ ზეიმის ჩატარებაში აქტიური მონაწილეობისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203