თბილისის N113 სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს
28-05-2020

ცოტნე დადიანის სახელობის თბილისის N113 საჯარო სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი დისტანციურად აღნიშნეს.

მათ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მილოცვა ვიდეორგოლის საშუალებით გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203