
მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ესმა ჭკადუა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის ფინალისტი გახდა და ამერიკაში გამგზავრების ერთწლიანი საგზური მოიპოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ ესმას მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.