
დუშეთის მუნიციპალიტეტის, პავლეურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს.
მოსწავლეთა პედაგოგი შორენა მაისურაძე გახლავთ.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და წარმოგიდგენთ მეოთხეკლასელების თვალით დანახულ 26 მაისს. ძლიერ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში გეცხოვროთ ჩვენო საამაყო პატარებო“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტო