კერძო სკოლა „დავითიანის“ პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გამართეს
28-05-2020

26  მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანის“ პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გამართეს.

გაიმართა ონლაინ  კონფერენცია მოსწავლეებისთვის, რომლის თემა იყო: „1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი და 1991 წლის 9 აპრილი - დამოუკიდებლობის აღდგენა“.  დასასრულს, წინასწარ დამუშავებული საკითხები შეჯამდა დისტანციური ვიქტორინის სახით, გამარჯვებულებს გადაეცათ წამახალისებელი ონლაინ სიგელები.

ასევე, ეკოკლუბის წევრმა მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს 26 მაისის - „თავისუფლების“ კუთხე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203