„გპირდებით უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი დღეები გელოდებათ“- აფხაზეთის N2 სკოლის დირექტორი პირველკლასელებს პირველი კლასის დასრულებას ულოცავს
28-05-2020

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ პირველკლასელებს პირველი კლასის დასრულება მიულოცა. 

„ჩემო საყვარელო პატარებო, გილოცავთ პირველი კლასის დასრულებას!️ ძალიან მიყვარხართ და გეფერებით უამრავს! ბედნიერი ვარ რომ ჩვენი სკოლის კედლებს ავსებდით, ალამაზებდით თქვენი გულწრფელი ჟივილ-ხივილით და ეს იყო მხოლოდ დასაწყისი! გპირდებით უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი დღეები გელოდებათ მომავალ წლებში.
ამ არაჩვეულებრივი ბავშვების მშობლებს მინდა მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში იმიტომ რომ თავის დროზე არჩევანი ჩვენს სკოლაზე შეაჩერეს და თანადგომისთვის, რის გამოც ჩვენ წარმატებით დავძლიეთ პანდემიის გამო წარმოქმნილი არცთუ ისე მარტივი გამოწვევა.
მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი პატარებისთვის უჩვეულო სასწავლო წელი საინტერესო და ნაყოფიერი ყოფილიყო.
იყავით ჯანმრთელები, ბედნიერები, წარმატებულები!“,- წერს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203