„საინტერესო და მხიარულ დასვენებას გისურვებთ პატარებო!“- წყალტუბოს N1 სკოლის პირველკლასელებს დამრიგებელი სამახსოვრო ფოტოკოლაჟით გამოემშვიდობა
28-05-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებელი თეა ჭუმბურიძე თბილი სიტყვებითა და ფოტოკოლაჟით გამოემშვიდობა მოსწავლეებს.

„დღეს ჩემი პირველკლასელები სასწავლო წელს ასრულებენ. ცხადია, სკოლაში გატარებული პირველი წელი ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა, შექმნილმა რეალობამ მას კიდევ უფრო განსხვავებული და უჩვეულო იერი მისცა. სხვების მსგავსად ჩვენც მოგვიხდა რეალური საკლასო ოთახის ვირტუალურით ჩანაცვლება, დაფის ნაცვლად კომპიუტერის ეკრანის გამოყენება და ტექნიკური პრობლემებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება. თუმცა, ჩემი პატარები და მათი მშობლები არც ამას შეუშინდნენ და ახალ გამოწვევასაც თავი ღირსეულად გაართვეს.

ამ ფოტოკოლაჟში ჩვენი ერთწლიანი ურთიერთობის მხოლოდ მცირე ნაწილია მოცემული. წინ კიდევ უფრო დატვირთული და ნაყოფიერი წლები გველოდება. საინტერესო და მხიარულ დასვენებას გისურვებთ პატარებო! ერთმანეთს II კლასში შევხვდებით!“-წერს პირველი კლასის დამრიგებელი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203