„თითოეული თქვენგანი ჩვენი სკოლის დიდი იმედია“-ფერიის საჯარო სკოლის დირექციამ პირველკლასელები სიგელებით დააჯილდოვა
28-05-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს. მოსწავლეებს დირექციისა და პედაგოგების სახელით სიგელები გადაეცათ.

„ჩვენო ძვირფასო პირველკლასელებო! პირველ რიგში, მინდა გადაგიხადოთ მადლობა ძნელბედობის ჟამს დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად და ნაყოფიერად ჩართვისთვის! თითოეული თქვენგანი ჩვენი სკოლის დიდი იმედია. ვამაყობთ, რომ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების სახელს ატარებთ!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203