„დარწმუნებული ვარ, ყველაზე ძლიერი და შრომისმოყვარე თაობა იქნება“-იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის დირექტორის მილოცვა კურსდამთავრებულებს
28-05-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. დირექტორს სჯერა, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ყველა წინაღობას მარტივად გადალახავენ.

„სკოლის აუდიტორიას, სასწავლო პროცესსა და მოსწავლე მასწავლებლის ურთიერთობას ვერაფერი შეცვლის, თუმცა სახელმწიფოს ინიციატივამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, სასწავლო წელი აკადემიურად არ ჩათვლოდათ და სკოლა დაესრულებინათ. რთულია სკოლაში სიმბოლურად ბოლო ზარი ჩვენი მოსწავლეების გარეშე რომ დაირეკა.

უჩვეულო გარემოში გავაცილეთ მეთორმეტე კლასელები. ისინი ცხორების ახალ ეტაპზე გადავიდნენ და დარწმუნებული ვარ, ყველაზე ძლიერი და შრომისმოყვარე თაობა იქნება. მათ, ამ ბოლო პერიოდში, ყველაზე დიდი გამოცდილება მიიღეს წინააღმდეგობასთან გამკლავების და ეს მაგალითი თავიანთი ცხოვრების გზაზე მეტ გამბედაობას შესძენს თითოეულ მათგანს. ღვთისწყალობას, წარმატებას და სიკეთეს ვუსურვებ ცხოვრების ახალ გზაზე შემდგარ ჩვენს მოსწავლეებს“,- ამბობს სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203