მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ონლაინ პრეზენტაციით აღნიშნეს
28-05-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ონლაინ პრეზენტაციით აღნიშნეს.

მოსწავლეები პრეზენტაციაში ინტერესით ჩაებნენ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა წარმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203