ვალის N4 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი დისტანციურად გამართული ღონისძიებით დაასრულეს
27-05-2020

ვალის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელები დისტანციური ღონისძიებით დაემშვიდობნენ სკოლას. მათთვის სასწავლო წელი დასრულდა.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ესწრებოდნენ. მათ ბავშვებს ანბანის შესწავლა მიულოცეს.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში მისვლის პირველი დღე, როდესაც დაბნეულები შესცქეროდნენ მასწავლებელს; გაიხსენეს პირველად ხელისკანკალით მოხაზული „აი ია“, ლექსები მიუძღვნეს ქართულ ანბანს და დადეს პირობა, რომ არდადეგეგბის დროს უკეთესად დაეუფლებიან წერა-კითხვას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203