ხაიშის საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციური სასწავლო პროცესის ეფექტიანად მართვისთვის სერტიფიკატიებით დაჯილდოვდნენ
27-05-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლის თითოეულმა პედაგოგმა დისტანციური სასწავლო პროცესის ეფექტიანად მართვისათვის TV- SCHOOL-ის სამადლობელო სერტიფიკატი მიიღო.

ხაიშის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მასწავლებლებს დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში კორონავირუსის საფრთხის გამო სასწავლო პროცესი ორი თვის წინ შეწყდა, სწავლება კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203