ფერიის საჯარო სკოლის დირექტორმა პედაგოგები დისტანციური სწავლების ეფექტურად წარმართვისთვის დააჯილდოვა
27-05-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგებს დირექტორმა ლეილა დუმბაძემ სერტიფიკატები გადასცა და გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტურად წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის პირველი კლასის პედაგოგებს გლობალური პანდემიის დროს, რომ არ დაყარეს ფარხმალი და შეძლეს სასწავლო წლის ნაყოფიერად და ეფექტურად გაგრძელება!“-ვკითხულობთ სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203