დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექცია და I კლასის დამრიგებელი პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავენ
27-05-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

სკოლის დირექცია და პირველი კლასის დამრიგებელი ციცინო ჭაღიაშვილი პირველკლასებს ანბანის გაცილებას და სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავენ. 

„დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექცია და პირველი კლასის დამრიგებელი ციცინო ჭაღიაშვილი ვულოცავთ პირველკლასელებს ანბანის გაცილებას და სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას. 

მადლობას ვუხდით მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს გაწეული შრომისათვის. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

გთავაზობთ სკოლის პირველკლასელთა მიერ სასწავლო წლის დასრულების ვიდეოკოლაჟს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203