„გილოცავთ, სკოლის დამთავრებას ლაშა, ნინო, ელგუჯა “-ლესიჭინეს N3 სკოლის მე-12 კლასის დამრიგებლის და მასწავლებლების მილოცვა კურსდამთავრებულებს
27-05-2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლესიჭინეს N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს დამრიგებელმა ემზარ სიჭინავამ და მასწავლებლებმა სკოლის დამთავრება მიულოცეს.

არსებული მდგომარეობის გამო, რომელიც პანდემიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას უკავშირდება, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეები, თუმცა, ლესიჭინეს N3 სკოლის პედაგოგებმა კურსდამთავრებულებს გზა დისტანციურად დაულოცეს.

„მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გისურვებთ წარმატებებს...“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ წელს ლესიჭინეს N3 საჯარო სკოლა სამმა მოსწავლემ დაამთავრა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203