„ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი“ - აფხაზეთის N7 სკოლის მოსწავლემ პროექტის ფარგლებში პოემა „გამზრდელი“ აფხაზურად წაიკითხა
27-05-2020

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის აფხაზური ენის მასწავლებელმა და კლუბის ხელმძღვანელმა ანგელინა გოგიამ მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის კლუბის წევრ მოსწავლეებთან დისტანციურად „თიმსის“ პლატფორმის გამოყენებით განახორციელა პროექტი „ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი“.

მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და განვლილი ღონისძიებების ფოტოკოლაჟი.

მე-10 კლასის მოსწავლემ გიორგი ცაავამ მოამზადა პრეზენტაცია პოემისა „გამზრდელი“ აფხაზურ ენაზე.

„Мшыбзиақәа сҩызцәа! Сара исыхьӡуп Гиорги, Сара исыжәлоуп Цаава, Сара сақырҭуоуп, Сара сынхоит ақалақь Сенаки аҟны. Аҵара сҵоит ажәабатәи акласс аҿы. Сара бзиа избоит Аҧсны, избанзар сҭаацәа ахьынхоз аҧсны акәын. Уи абзиабара саныхәыҷыз инаркны исыларааӡеит сҭаацәа. Сҩызцәа сықәлацәа Аҧсны инхо исҭахуп шәывараҿ сгылазарц, ҳаиҩызцәахарц.

მე ვარ გიორგი ცაავა ვსწავლობ თ.ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში. ჩემი მშობლები არიან აფხაზეთიდანდედაჩემი არის სოხუმიდან, მამაჩემი გუმისთიდან. აფხაზური ენის შესწავლა დავიწყე იმიტომ, რომ უბრალოდ მინდა ცოტა მაინც ვიცოდე ამ ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის ენა. ზოგადად მიყვარს ენების შესწავლა, აფხაზურ ენაში ყველაზე მეტად მომწონს გამოთქმები, განსაკუთრებით ისინი სადაც ურევია ә და ҩ. უკვე ერთი წელია რაცაფხაზურ ენას ვსწავლობთ სკოლაში. სკოლაში ასევე ცალკე შექმნილი გვაქ აფხაზური ენის წრე „Амра“. ჩვენ აფხაზურს ვანვითარებთ, როგორც გრამატიკის ასევე ლიტერატურის მხრივადაც. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოემაა „გამზდელი“ აფხაზურად ნათარგმნი. რომლის 5 კუპლეტიან ამონაწერს წაგიკითხავთ მე“,-ამბობს მოსწავლე.

მე-7 კლასის მოსწავლე ნიკა ცეცხლაძემ მოამზადა პრეზენტაცია აფხაზეთზე, მოსწავლეებმა შექმნეს განვლილი ღონისძიებების ფოტო და ვიდეო კოლაჟი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203